Human Rights Watch-ის ანგარიში

გოგია: HRW-ის ანგარიშში ენმ-ის ოფისებზე თავდასხმის ფაქტებიც მოხვდა

რამდენიმე საკითხი არის წინა პლანზე წამოწეული ამ ანგარიშში, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა და მათ შორის გამოყოფილია რამდენიმე საქმე ყოფილი ხელისუფლებიდან. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში რამდენიმე ათასი საქმე შევიდა და მათ შორის რამდენიმე ათეული საქმის გამოძიება დაიწყო ხელისუფლებამ, იმის გარეშე რომ განემარტა თუ რა კრიტერიუმებით არის ეს საქმეები შერჩეული. აქედან გამომდინარე რამდენიმე საქმე მოხვდა ჩვენს ანგარიშში, ასევე მოხვდა პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეული დევნის ფაქტები, მათ შორის არის დევნის ფაქტები, როგორიც არის მაგალითად ენმ-ის ოფისებზე თავდასხმების ფაქტები.

HRW-ის წარმომადგნელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები