2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

ბოკერია: რუსეთის ფედერაცია არ ეგუება საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობას

რუსეთის ფედერაცია არ ეგუება იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო. ყველა, ვინც ამას თვალს არ გაუსწორებს, უბრალოდ თავს იტყუებს და ქვეყანას აზიანებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მათ შევუზღუდოდ შესაძლებლობა ჩვენს წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებებისა. ასეთი ერთ-ერთი საშუალებაა საერთაშორისო ტრიბუნალებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ, რაც უფრო იზოლირებული იქნება საერთაშორისოდ რუსეთი, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება მას ჩვენს წინააღმდეგ იმ ტიპის პროვოკაციების განხორციელების, რასაც ის მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს არ არის გარანტია, ჩვენ რისკები ყველა შემთხვევაში გვექნება, მაგრამ რაც უფრო სწრაფად გავაღწევთ ამ ფონს, რაც უფრო სწრაფად გავხდებით თავისუფალი სამყაროს წევრები, რასაც თან სდევს უსაფრთხოების გარანტიებიც, მით უფრო შევამცირებთ რუსეთისგან აგრესიის რისკებს. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებმაც გააღწიეს აქედან, დღეს ბევრად უფრო მშვიდად არიან, ვიდრე ჩვენ, ვიდრე ჩვენი ყველა მეზობელი, ვიდრე უკარაინა, ვიდრე მოლდოვა. თავის დროზე მათაც იგივე მუქარები და საფრთხეები ჰქონდათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. გადაცემის თემა: ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიება.

კომენტარები