არჩევნები გარდაბანში

სესიაშვილი: ენმ-მ უბნებზე სიმშვიდე რომ დაინახა, თავად დაიწყო პროვოკაციები

ნაციონალური მოძრაობა გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას კი არ იღებდა, მათი მიზანი იყო იქ გარკვეული დაძაბულობის ინსპირირება მოეხდინათ, დაძაბულობა მოეწყოთ და შემდეგ ეს ვითარება გამოეყენებინათ ერთის მხრივ იმის გასამართლებლად, თუ რატომ დამარცხდნენ ასეთი ანგარიშით და მეორეს მხრივ იმისთვის, რომ შემდგომ კვლავაც ჰქონოდაც მცდელობა, რომ დასავლეთში ეთქვათ არჩევნებს გვიყალბებენო. უბნებზე აბსოლუტური სიმშვიდე იყო, არჩევნები ტარდებოდა სრული სიმშვიდით. მოქალეები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიდიოდნენ და აკეთებდნენ თავიანთ არჩევანს. გარეთ მთელი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა იყო შეკრებილი, რომელთაც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩამოყვანილი ჰყავდათ თავიანთი მხარდამჭერები, მათ შორის ყოფილი ზონდერები, რომლებიც ჩვენ 2012 წლი არჩევნების შემდეგ სამსახურებიდან გავუშვით და მათ თავისი აგრესიული განწყობები აქვთ ხელისუფლების მიმართ. რომ დაინახეს უბნებზე სიმშვიდეა და არაფერი ხდება, თავად დაიწყეს პროვოკაციების მოწყობა და ამ პროვოკაციებსაც პასუხი გაეცემა. არა ისეთი პასუხი, როგორც ოპონენტებს ექცეოდნენ წინა ხელისუფლბის წარმომადგენლები, არამედ სამართლებრივი პასუხი. თუ ვინმემ რამე დააშავა, მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება და როგორ იქნება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება გარდაბნის რიგგარეშე არჩევნების შესახებ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

კომენტარები