შამანიდი: კომპლექსური პოლიტიკა პანკისის ხეობაში მდგომარეობას გააუმჯობესებს

მე ვფიქრობ, რომ უნდა გაძლიერდეს ტრადიციული ისლამი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია პანკისში… უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ახალგაზრდობას თავისუფალი დრო რამენაირად ჰქონდეთ დაკავებული. არ შეიძლება, რომ სკოლიდან ისინი მიდიოდნენ მეჩეთში, იმიტომ, რომ რას სთავაზობენ რადიკალური ისლამის წარმომადგენლები მათ? ისინი სთავაზობენ სხვადასხვა კონკურსებს, დოღს უტარებენ, ამეცადინებენ, ყურანის კითხვას ასწავლიან. ართობენ. რას აკეთებს სახელმწიფო ამ დროს? არაფერს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევუქმნათ პანკისელ ახალგაზრდებს ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ გართობა, სწავლა, გადამზადება. კომპლექსური პოლიტიკის შემთხვევაში ბევრად უკეთესი იქნება მდგომარეობა პანკისში, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ. 

აღნიშნა რელიგიური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სოფო შამანიდმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები