აგვისტოს ომის გამოძიება

ბურჯალიანი: რუსული სამშვიდობო ბაზა უშუალოდ ჩართული იყო სამხედრო მოქმედებებში

სამშვიდობო ბაზაზე 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას, იმყოფებოდნენ როგორც ოსი დეფაქტო შეიარაღების წარმომადგენლები, მილიცია და სხვადასხვა არაფორმალური შეიარაღებული ძალები, ასევე რეგულარული რუსული არმიის წარმომადგენლები. ეს დასტურდება, მათ შორის, რუსული წყაროებით, საჯარო წყაროებით და აისახა ტალიავინის დასკვნაში. ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, ჰქონდა თუ არა ადგილი შეიარაღებულ დაპირისპირებას. სამართლებრივი საკითხი იყო გადასაწყვეტი, რატომ მოხდა ეს და დაკარგული ჰქონდა, თუ არა ამ დროს უკვე დაცვის უფლება რუს სამშვიდობოებს. იმდენად, რამდენადაც მათი სახელმწიფო მონაწილეობდა ომში ღიად და მეორე, მათი ბაზა უშუალოდ იყო ჩართული სამხედრო მოქმედებებში. 

თინა ბურჯალიანი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები