პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: Gazprom-თან მოლაპარაკებები უნდა იყოს გამჭვირვალე

ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან მიმდინარეობს ხშირად რბილი ძალის აქტიური გამოყენების ფონზე. ამ ვითარებაში, რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც მნიშვნელოვანია, ასევე შესაძლებელია, გამოყენებული იყოს რბილი ძალის მეშვეობით, და მე მომიწევს, გავიმეორო ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ განსაკუთრებით ასეთი თანამშრომლობა ეხება გაზპრომს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურს. ამიტომ, გაზპრომთან მოლაპარაკებები, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში, გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

კომენტარები