რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

კოპალიანი: მიმაჩნია, რომ ამ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს

მე მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები 500 და 1000 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას აგინონ და რაც შეიძლება, მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, ვთვლი, ბატონო სოსო [ჯაჭვლიანი], რომ ამ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს აუცილებლად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ გახლავთ პრევენცია, ეს გახლავთ მილიონობით დამდგარი შედეგი. ჩვენ, კანონმდებლებს, გარკვეული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი მომავალი თაობის მიმართ მომავალ წლებში. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს. დასჯადი არ იყო აქამდე, ყოველ შემთხვევაში, არავინ დასჯილა. პირიქით, მე მახსოვს, ტელეკომპანია კავკასიაში როდესაც ცუდი გადაცემა გადიოდა, იქ შევიდნენ ადამიანები, რომელთაც აზრის გამოხატვა უნდოდათ. პირიქით, ისინი დაიჭირეს და გაასამართლეს ჩვენი ბიჭები. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამკაცრდეს როგორც სისხლის სამართლის ნაწილში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში.

ნეტგაზეთის ცნობით, ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი კარლო კოპალიანი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომენტარები