პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მოიგოს ამომრჩეველმა და ქვეყანამ

ჩვენ უნდა ჩავატაროთ 2016 წელს მართლაც ევროპული სტანდარტის არჩევნები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მართლაც ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანა. არჩევნებთან დაკავშირებით, არ უნდა დაისვას კითხვები. "კითხვები არ უნდა დაისვას" - გულისხმობს იმას, რომ თუ დაისმება ასეთი კითხვები, განსაკუთრებით, თუ დაისმება ასეთი კითხვები საზოგადოების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრივ, ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ის, რასაც ვიღებდით წლების განმავლობაში. და გავიმეორებ იმას, რასაც ვამბობდი წლების განმავლობაში, რომ არჩევნების შედეგად მოგებული უნდა იყოს არა მხოლოდ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, არამედ მოგებული უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენი მიზანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უნდა იყოს ის, რომ მოიგოს ამომრჩეველმა და მანვე განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური ძალა მართავდეს ქვეყანას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კომენტარები