მედიაპლურალიზმი

კინწურაშვილი: ჩანს საინფორმაციო სივრცის გაწმენდის მცდელობა

პლურალიზმს საქართველოში ყოველთვის განსაზღვრავდა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა ინტერესი, იმიტომ რომ პოლიტიკური აფილაციები ყოველთვის არსებობდა. კრიტიკული არხის არსებობა მნიშვნელოვანია იმ არხებისთვისაც, რომლებიც უფრო სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ახორციელებენ, იმიტომ რომ ეს გავლენას ახდენს. ახლა ჩანს საინფორმაციო სივრცის გათავისუფლების მცდელობა, გაწმენდის მცდელობა, იგივე ინგა გრიგოლიას გადაცემა დაიხურა იმედზე, იმიტომ რომ ქართული ოცნების ცალკეული წევრების მხრიდან გაისმოდა პრეტენზიები მის [ინგა გრიგოლიას] მიმართ. გოგი თოფაძემაც გულწრფელად გვითხრა, რომ ბევრჯერ გააფრთხილესო და აბა რატომ გაუკვირდა ეს შედეგიო?!

მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი ტელეკომპანია მაესტროსთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები