მეჭიაური: სწორი თქვა პრეზიდენტმა ქართველ ერზე, რადგან ამ ხალხმა აირჩია

არ ვიყავი მისი მეცნიერული შრომების გაცნობით დაკავებული აქამდის. რომ მქონოდა ეს ინფორმაცია, ალბათ, ჩემი გადაწყვეტილება სხვა იქნებოდა, თუმცა უკვე რადგან მოხდა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ასეთი კაცი, რომელსაც შეეძლო, თავის ერზე ასე ელაპარაკა და დღევანდელი გადასახედიდან თუ გეტყვით, ალბათ, სწორი იყო, როცა ასეთ შეფასებას აძლევდა ქართველ ერს. ეს გამართლდა იმითაც, რომ ის ამ ხალხმა აირჩია პრეზიდენტად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის შესახებ.

კომენტარები