საქართველოს პარლამენტი

თოფაძე: ბატონმა ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, არ უნდა გეთქვა ესე მკვახედო

რა თქმა უნდა, მთელმა კოალიციამ მივეცით [პრეზიდენტს] ხმა, ეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს [გიორგი მარგველაშვილის სტატია] ვიცოდით. ჩემი გამოსვლის შემდეგ ველაპარაკე ბატონ ბიძინას, ის ცოტა ნაწყენი იყო, იმან ცოტა მისაყვედურა, ნორმალურ ფარგლებში ძალიან. მითხრა, რომ არ უნდა გეთქვა ესე მკვახედო. მაგრამ მე ჩემი ბუნება მაქვს, მე ყველაფერს ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ და როცა ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის შეფასებას აკეთებს ესეთს, მე მას ყოველთვის ესე მკაფიოდ გამოვეხმაურები. ეს არის მისაღები აბსოლუტურად. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გადაცემა პრიორიტეტში. ცნობისთვის, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ "თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ".

კომენტარები