პროცესები მაესტროში

ომბუდსმენი: მაესტროს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა უნდა გამოირიცხოს

ჩვენ ვაკვირდებით ტელეკომპანია მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მედიის მრავალფეროვნება იყოს უზრუნველყოფილი. ხელისუფლების მხრიდან მაესტროს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს. კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია, რომ ეს რამე ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს, რათა ჟურნალისტებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები