ბიანკა შიგუროვას გარდაცვალება

ომბუდსმენი: დავაკვირდებით ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების საქმის გამოძიებას

ჩვენ დავიწყეთ დღეს კონკრეტულად ამ ფაქტთან [ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებასთან) დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. ჩვენ დავაკვირდებით გამოძიებას. მოგეხსენებათ. გამოძიება არის დაწყებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, შესაბამისად, უახლოეს დღეებში გვეცოდინება უფრო მეტი. ჩვენთვის ამ ფაქტის გამოძიებაზე დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდეს საზოგადოებაში - ხომ არ უკავშირდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოხატულებას ეს კონკრეტული ფაქტი.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებაზე. წინასწარი ინფორმაციით, შიგუროვა გაზის გაჟონვით გარდაიცვალა.

კომენტარები