პროცესები მაესტროში

კობახიძე: მედიაპლურალიზმის და მედიადამოუკიდებლობის გარანტიები შექმნილია

საქართველოში ხელისუფლება დაინტერესებულია მხოლოდ ერთადერთი რამით, რომ ნამდვილად იყოს მედიაპლურალიზმი, ყველა მედიასაშუალება საქმიანობდეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ყოველგვარი სახელისუფლებო ჩარევისგან დაცული იყოს, ისევე, როგორც ჟურნალისტური საქმიანობა იყოს დაცული. ნამდვილად დღეს ეს გარანტიები ქვეყანაში შექმნილია. მაგრამ ერთ კონკრეტულ კერძო ტელევიზიაში თუ შიგნით კონკრეტული დამფუძნებლები, კონკრეტული პირები გარკვეულად დაობენ მათ საკუთრებაზე და მიდის პროცესი სასამართლოში, ამას ნამდვილად ვერანაირად ხელისუფლება ვერც აღკვეთს, ვერც ამის პრევენციას მოახდენს და საერთოდ დინსტანცირებული უნდა იყოს ასეთი პროცესებისგან და რაიმე შეფასებებისგან, იმიტომ, რომ თუ რაიმე დავაა, სასამართლო გზით უნდა მოხდეს ამ დავის გადაწყვეტა.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მაესტროში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები