ვარშავის სამიტი

ხიდაშელი: MAP-ი საქართველოსთვის წარსულია, მე NATO-ს წევრობას ვითხოვ

არცერთხელ არ მომითხოვია არცერთ მინისტერიალზე MAP-ი. მე ვითხოვ საქართველოს წევრობას NATO-ში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მე მინდა, დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით იმისთვის, რომ ჩვენი ფანჯარა როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად. MAP საქაართველოსთვის წარსულია - ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაზე, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე თანხმობა ჯერ არ არსებობს და საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ს ვერ მიიღებს.

კომენტარები