საპარტნიორო ფონდი

უტიაშვილი: პრობლემა არა მანქანების ყიდვაში, არამედ მათი ყიდვის სქემაშია

სჭირდებოდა თუ არა [სუს-ს 102 ახალი მანქანის შეძენა] ამის თქმა ძნელია ჩემთვის, რადგან იყიდეს ე.ი სჭირდებოდათ. შეიძლებოდა, ვთქვათ, უფრო იაფი ეყიდათ და ამაზე მოვედავოთ, ნუ შეიძლება დასჭირდეს ამ უწყებას მანქანები და იყიდონ. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ იყიდეს მანქანები, პრობლემა ის არის, რომ რატომ ყიდულობენ ასეთი სქემებით. ის ფული, რომელიც საპარტნიორო ფონდიდან გადაიხადეს , შეიძლება ბიუჯეტში ჩაერიცხათ და მერე ბიუჯეტიდან ეყიდათ. უწევთ შემოვლითი გზებით სარგებლობა იმიტომ, რომ საზოგადოების პროტესტს იწვევს დიდი ხანია უკვე ბიუროკრატიის უზომოდ გაზრდილი ხარჯები, პირველ რიგში პრემიები, დანამატები, არანაკლებ ძვირფასი მანქანების ყიდვა... გვახსოვს, რამხელა სკანდალი მოჰყვა იბიარდისთვის 70 თუ 80 ახალი მანქანის ყიდვას და ახლა იფიქრეს, რომ მოდი რომ ასე არ დავხარჯოთ ბიუჯეტის ფული, ამას გვერდი ავუაროთ და დავხარჯოთ საპარტნიორო ფონდის ფული. ეს მარტივი, მსუბუქი თაღლითობაა, ასე ვთქვათ. თუ გჭირდება მანქანა, ადექი და ბიუჯეტიდან იყიდე, რატომ ყიდულობ ასეთი შემოვლითი გზებით? გაუგებარია, შესყიდვის პროცედურები რამდენად იყო დაცული, იმიტომ, რომ ცხადია ბიუჯეტიდან როცა ყიდულობ სხვა პროცედურები უნდა გაიარო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები