გოგი თოფაძის განცხადებები

თოფაძე: თუ დემოკრატიაა, პრეზიდენტს რომ გააკრიტიკებ, არ უნდა იყოს აჟიოტაჟი

ჩვენ თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ გაგახსენებთ, რა კრიტიკას უძლებენ ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერები. დავიწყოთ ობამათი, მერკელი დღეს რა დღეშია, როგორ აკრიტიკებენ, ბერლუსკონის გაგახსენებთ, ოლანდი საფრანგეთში. თუ დემოკრატიაა, მაშინ არ უნდა იყოს ეგეთი აჟიოტაჟი, თუ რომელიმე ქართველი, ნებისმიერი, გააკრიტიკებს პრეზიდენტს. ეს არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული ნორმა. ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი არა იმიტომ არის, რომ მე ერთი სიტყვა, სამედიცინო ტერმინი შემეშალა, არამედ წინა დღეებში როცა გაცხადდა, რომ მე, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელი, 15 წუთით უნდა გამოვსულიყავი პარლამენტში, მაშინვე დაიწყო შემოტევა გარკვეული არხებისა და ჟურნალისტებისგან.

დეპუტატი გოგი თოფაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას საკუთარ განცხადებაზე საუბრობს.

კომენტარები