კანონი მიწის საკუთრების შესახებ

ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ კერძო საკუთრების პირველი დამცველები

ჩვენ ვართ კერძო საკუთრების პირველი დამცველები. იმ შემთხვევაში, თუ ის ჩანაწერი, რომელიც დღეს შესულია პარლამენტში, ოდნავ მაინც იწვევს შეშფოთებას კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამ ჩანაწერის იმდაგვარ ცვლილებებს, რომ არანაირი ეჭვი ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ამ კანონპროექტის მიზანია, საბოლოო ჯამში, იმ აქტივების გამომჟღავნება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია იმისთვის, რომ ეს აქტივები განკერძოვდეს, რადგან თუ ჩვენ არ გვეცოდინება - რას ფლობს სახელმწიფო, ჩვენ ამას ვერ განვაკერძოებთ და, შესაბამისად, ვერ მოვახდენთ მის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტში შესულ კანონპროექტზე, რომელიც საჯარო რეესტრის კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.

კომენტარები