ქართული ოცნება

თოფაძე: სახელმწიფოს ასაღორძინებლად ვშრომობთ, რაც უცხოეთში ფარულ ძალებს არ სურთ

[ოპონენტები] არა მხოლოდ მე მისაფრდებიან, ძალზე უარყოფითად არიან განწყობილნი ჩვენი ფრაქციისა და მთელი კოალიციის მიმართაც. ჩვენ ხომ სახელმწიფოს ასაღორძინებლად ვშრომობთ, მათ კი ეს ხელს არ აძლევთ, უფრო ზუსტად, ხელს არ აძლევთ იმ ფარულ ძალებს საზღვარგარეთიდან, რომლებსაც, გარკვეული გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, არ სურთ, საქართველო სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. მაგ ძალებს უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ სამოწყალოდ ხელგაწვდილი იყოს, ამიტომაც არ იშურებენ გრანტებს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და, წარმოიდგინეთ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვისაც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში.

კომენტარები