რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

თოფაძე: რუსული ბაზრის გარეშე, საქართველოს ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან მოლაპარაკების, მაგ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც რუსეთი ასე გაძლიერდა. ის, ვინც ახლა მოგვიწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალის გამოყენებით დაბრუნებისკენ, ან გიჟია, ან მოღალატე. როგორც მრეწველი კაცი, გეტყვით, რომ რუსული ბაზრის გარეშე, რომელზეც გასვლას მთელი მსოფლიო ოცნებობს, საქართველოს ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ, თუმცა ეს სხვა თემაა და მასზე შემდგომ ვიმსჯელოთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში.

კომენტარები