რუსული საფრთხე საქართველოში

კალაძე: აშშ-მა ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება გაძლიერდეს

აშშ-მა რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგანდისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგარიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი. ჩვენი ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივცრის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს.

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აშშ-ის დაზვერვის მომზადებულ ანგარიშზე.

კომენტარები