ხიდაშელი: წუხილი, რომელიც აშშ-ის დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმურია

წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, დაპირებები შეასრულოს და ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროპაგანდას ხელს უწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება და შესაძლებელია, რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ, ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში - ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები