გოგი თოფაძის განცხადებები

ფოფხაძე ჟურნალისტებს: თოფაძემ კიდევ რაიმე თქვა?

კიდევ რაიმე თქვა? ეს ბატონი გოგის პოზიციაა. მე, ზოგადად, მიმაჩნია, რომ კოალიციაში პოლიტიკური სპექტრის მრავალფროვნებაა. სასურველია, უფრო კორექტულები ვიყოთ განცხადებებში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამას ყველა თვითონ წყვეტს. ჩემი აზრით, კოალიციის ერთიანობა გვავალდებულებს იმას, რომ მოვერიდოთ ერთმანეთს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებაზე. თოფაძემ, გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

კომენტარები