რუსული საფრთხე საქართველოში

რუხაძე: აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში განგაშის საფუძველს იძლევა

ეს [აშშ-ს ეროვნული დაზვერვიის სამსახურის] დოკუმენტი განგაშის საფუძველი უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაცია, ეს რომ იყოს ერთი რომელიმე პარტიის, ან პოლიტიკოსთა ჯგუფის ნააზრევი, ან მათი წარმოდგენა ან ხედვა, კიდევ უფრო მსუბუქად შევხედავდი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის დასკვნა, რომელიც ობიექტურად ასახავს რეგიონში არსებულ მდგომარეობას. და ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის ან ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამ ორგანომ წარუდგინა სენატის შეიარაღებული ძალების, თავდაცვისა და უსაფრთხოების დოკუმენტს, განკუთვნილია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულნი არიან უშიშროების, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ არის ეს საგანგაშო და ყურადსაღები საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან... საგანგაშო არის ტენდენცია. ორი რამ ჩანს ამ დოკუმენტიდან. პირველი, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია არის ნელი ტემპის. და მეორე, რუსეთი აქტიურად ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და მისი გავლენა ძლიერდება. ამ ორი ტენდენციის შესაბამისად, ვხედავთ, რომ თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდა, შედეგად შესაძლოა მივიღოთ, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი, მისი სტრატეგიული მიმართულება შეიცვალოს პროდასავლურიდან პრორუსული მიმართულებით. ეს დაინახა აშშ-მა... ეს ანგარიში შეეძლოთ დაედოთ სამი წლის წინათაც, მაგრამ დაიდო დღეს. საქართველოს ხელისუფლება არის მიზეზი იმ შედეგისა, რაც დადგა დღეს.

საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები