რუსული საფრთხე საქართველოში

სამადაშვილი: აშშ-ს ელჩის დაბარება საგარეო უწყებაში იყო არამეგობრული ნაბიჯი

[აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ] საქართველოს ხელისუფლებამ დაიბარა აშშ-ს ელჩის მოადგილე. ელჩს იბარებენ, როცა მისგან ახსნა-განმარტებებს მოელიან. ეს არის საკმაოდ არამეგობრული ნაბიჯი. როცა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე გვეუბნება, რომ შეშფოთებულია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და ამის პასუხად, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს იბარებს ახსნა-განმარტების მისაღებად, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება თბილისში და არა მოსკოვში და ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე და არა ლავროვის უწყებაზე

კომენტარები