საქართველო-ირანი

ირანის ელჩი: უვიზო რეჟიმის პირობებში ჩვენი თანამშრომლობა მასშტაბური გახდება

2016 წლის იანვარში როდესაც დაიწყო ბირთვული შეთანხმების იმპლემენტაცია და მოიხსნა სანქციები, გაჩნდა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები და ასევე სხვა ქვეყნებთანაც. საქართველომ მხარი დაუჭირა ამ იმპლემენტაციას, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა უვიზო რეჟიმის ხელახლა ამოქმედება. ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა იმპლემენტაციაზე და უვიზო რეჟიმის ხელახალი ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველო ირანს შორის ურთიერთობებს და უფრო მასშტაბური გახდება ჩვენი თანამშრომლობა. გარდა ამისა უახლოეს დღეებში იგეგმება საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რაც აჩენს იმის პერსპექტივას, რომ ენერგომატარებლების კუთხითაც კარგი თანამშრომლობა გვექნება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბბას თალებიფარი, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები