ილია მეორე

კათალიკოსი: როცა ადამიანი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება

თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება. ეს ქვეყანა, როგორც თქვენ ხედავთ, და ადამიანებიც, მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანებიც ემსგავსებიან ბუნებას, თუ ბუნება ემსგავსება ადამიანებს. ეს საყურადღებოა ძალიან, როცა ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება, როცა ბუნება ღელავს, ადამიანიც ღელავს. რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს ? უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა. იმედი არ აქვს მოყვასისა, ადამიანისა. იმედი არ აქვს თავისი თავისა. არ იცის ხვალ რა მოელის. აი, ამიტომ როცა ვლოცულობთ ,ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, გახსენ გული და გონება ჩვენი რათა ვსცნათ ჭეშმარიტება შენი. 

კომენტარები