საარჩევნო სისტემა

ბოკერია: ეს საარჩევნო სისტემა არაკონსტიტუციურია

საარჩევნო სისტემაში მთელი კასკადია პრობლემების. თავისივე საარჩევნო დაპირებას არ ასრულებენ და, როგორც ყველაფერ დანარჩენშიც, "გადამგდებები" არიან საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოების. ამასთან ერთად, ახალი საარჩევნო დაყოფა პირდაპირ არის დაყრდნობილი წინა არჩევნების შედეგებზე, სადაც ოპოზიციას ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ის ადგილები არის გამქრალი და ეს ყველაფერი დახაზულია ისე, რომ არჩევნებში გამარჯვება გაუადვილდეს მმართველ პარტიას. ისინი ამ გამარჯვებას მაინც ვერ მოახერხებენ, მაინც ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან, მაგრამ ეს სისტემა არის ანტიკონსტიტუციური იმიტომ, რომ არ ეყრდნობა სამართლიან კრიტერიუმებს და ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას, რადგან ანტიკონსტიტუციური სისტემით შეიძლება, ჩატარდეს არჩევნები ან საერთოდ ვერ ჩატარდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემაზე.

კომენტარები