რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი

ტომარაძე: ჯაჭვლიანი საპატრიარქოსგან ალბათ უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა

საპატრიარქოს მონაწილეობა არ მიუღია [რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის მომზადებაში], მაგრამ შესაძლოა, მას განცხადება ასეთი სტილით გაეკეთებინა  და ეთქვა - მართალია, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის პრინციპი მისაღებია. მარტო საპატრიარქოზე არაა, ეს კანონპროექტი ყველა რელიგიის მორწმუნეთა უფლებებს დაიცავდა. მე სოსოსთან [ჯაჭვლიანი] არ მისაუბრია, მაგრამ ვეჭვობ, ბატონი სოსო მარტო აღმოჩნდა ამ საკითხში. მარტო პიროვნულად არ ვგულისხმობ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს, იგივე დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე, მე როგორც კანონპროექტის ავტორი, ნიკოლოზ მჟავანაძე, იგივე პარლამენტშიც. ალბათ, ის უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდებოდა იგივე საპატრიარქოს მხრიდან, თუნდაც იმ კუთხით, რომ როგორც პრინციპს, საპატრიარქო მხარს ღიად დაუჭერდა. ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც. ქართულ ფილმში "დაკარგული სამოთხე" არის იდეალური ფრაზა -  მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავსო. დაახლოებით იგივე სიტუაცია დაიხატა.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ხელმძღვანელი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ნეტგაზეთთან საუბარში. ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა დღეს უკან გამოითხოვა.

კომენტარები