გიგანტური ხეები

ზამბახიძე: მთელი სახელისუფლო რესურსი მიმართულია აჭარაში იმ ხეების ირგვლივ

ბუნებრივია, დოკუმენტაცია რომ არ არის მზად და მთელი სახელისუფლო რესურსი მიმართულია აჭარაში დღეს იმისთვის, რომ ამ ხეებს მიხედოს, ხის ირგვლივ არის ყველაფერი და სხვა პრობლემები არავის ახსენდება, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ მე ასევე ძალიან ვარ აღშფოთებული ამ თვალსაზრისითაც, რომ ბატონი ივანიშვილი მაშინ არ ჩამოსულა ბათუმში, როცა დიდთოვლობა იყო და ორი კვირის განმავლობაში, შუქი არ ჰქონდა ბათუმელებს. წელსაც იყო თოვლი, გზები არ იყო გაწმენდილი და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ამ ვითარების გამოსასწორებლად. წვიმის დროსა, ნებისმიერი ასეთი  პირობების დროს, ხელისუფლება პარალიზებულია, ხალხს გაჭირვების დროს გვერდში არ უდგას არავინ, ხელისუფლებას ხელი აქვს ხოლმე ჩაქნეული, ხოლო ხელისუფლების ფაქტობრივი მფლობელი არასდროს ჩამოსულა და ხალხის გაჭირვებით არ დაინტერესებულა, ეს შეეხებოდა ორი წლის წინანდელ მოვლენებს და ახლა რაც იყო ბათუმში. სწორედ ხეებთან დაკავშირებით კი, ხშირად მოდის, როგორც ვიცი, უბრალოდ, იმ დროს არ ელოდნენ, რომ იქ ვიქნებოდით. დაემთხვა ისე, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იქ. იყო საუბარი წინასაარჩევნო დაპირებებზე, თუმცა, მან არ ისურვა ამ თემაზე საუბარი, ტყე-ტყე გავიდა და აღარ დაბრუნებულა აქეთ მხარეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანის პეტრე ზამბახიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე.

კომენტარები