მაჭარაშვილი Humanity Georgia-ზე: არ უნდა იყოს პრობლემა ერთი კომპანიის შემოსვლა

სხვა ვინმემ წარადგინა ეს პროექტი? ნებისმიერმა წარადგინოს და კი ბატონო. მიბრძანდით საპარტნიორო ფონდში და წარადგინეთ... ასე რომ, შედეგებზე ვისაუბროთ მაშინ, როცა უკვე კომპანია შემოვა ბაზარზე. არ უნდა იყოს პრობლემა ბაზრისთვის ერთი კომპანიის შემოსვლა. ბაზარი გახსნილი იქნება, იგივე პარალელურ იმპორტს არანაირი შეზღუდვა არ ექნება, აღიარებით რეჟიმს არანაირი შეზღუდვა არ ექნება, პირიქით, ნებისმიერი მოთამაშისთვის გახსნილი არის საქართველოს ბაზარი, რაც შეხება ხარისხს, მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს ამ კუთხით, ამ მიმართულებით. 

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემი ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები