ლარის გაუფასურება

პრემიერი: საბიუჯეტო ხარჯები 350-400 მილიონ ლარამდე შეიკვეცება

ფინანსთა მინისტრის განცხადება [ლარის გამყარებაზე] ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და იმ სარეფორმო პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან დაახლოებით 350-დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება, როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე სხვადასხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. ნოდარ ხადურმა თქვა, რომ "საშუალოვადიან პერიოდში ლარი საკმაოდ სერიოზულად გამყარდება"

კომენტარები