დარჩიაშვილი WizzAir-ზე: ივანიშვილი ამბობდა, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია

მადლიერება, პასუხისმგებლობა და სინანული, მე მგონი, უნდა გამოარჩევდეს ყველა ადამიანს და მათ შორის პოლიტიკოსებსაც. უნგრული კომპანია Wizz Air-ი დიდი ხანია დაფრინავს ქუთაისიდან. გიორგი კანდელაკის წვლილი ძალიან დიდი იყო ამ იაფი ფრენების განხორციელებაში. ივანიშვილი კი თავის დროზე ამბობდა, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. დღეს, სამწუხაროდ მხოლოდ სამი წლის შემდეგ (იმიტომ რომ ეს 2013-ში უნდა მომხდარიყო) Wizz Air-ი აცხადებს, რომ დამატებითი ფრენები დაინიშნება. ეს არის დამატებითი დასაქმება, დამატებითი ტურისტული ნაკადები. კარგი იქნებოდა სინანულის განცდის გამოხატვა, რომ ეს ადრე არ მოხდა და მადლიერება თუნდაც თქვენს მიერ საძულველი წინა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც თავისთავად ქუთაისის აეროპორტი შექმნა და აამოქმედა.

კომენტარები