თბილისის მედიათეკების გაერთიანება

ხატისკაცი: მაკო ჭოღოშვილი მედიათეკაში ზედმეტად ოჯახში გრძნობდა თავს

გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის მენეჯერული პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. კარგი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს მართვა, ამის სივრცე არსებობს და მე შემიძლია, ჩამოგითვალოთ, კონკრეტულად რა არის ეს პრობლემები - პირველ რიგში, ეს არის არამიზნობრივი, არარაციონალური გამოყენება საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების. მაკო ჭოღოშვილმა აღნიშნა, რომ ის თავს გრძნობს ოჯახში და როგორც საკუთარი სახლი, ისეა მისთვის მედიათეკა. ჩვენ სწორედ ეს მოგვეჩვენა, რომ ის ზედმეტად ოჯახში გრძნობდა თავს და ზედმეტად მორგებული ჰქონდა ის ბიუჯეტიც, ის რესურსებიც... საკადრო რესურსების უმრავლესობა - მისი კლასელები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან და, პრაქტიკულად, არის 15-20 ადამიანი, რომელიც მისი წრეა თავიდან ბოლომდე.

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორის პოსტიდან მაკო ჭოღოშვილის გადაყენებაზე.

კომენტარები