ხიდაშელი: Map-ზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის Map-ის მიღება. Map-ი „დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია დღეს ჩვენს თავზე და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ ვერაფერზე საუბარს... ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არც ერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც Map-ი ჰქონია, ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს Nato-სთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს Nato-სთან ურთიერთობაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები