ქართული ოცნება

მეჭიაური კოალიციაზე: ყველამ იყაროს კენჭი დამოუკიდებლად

იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ასეთი რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალების თავმოყრა ერთ კოალიციაში, (მე არ შევდივარ იმის განხილვაში, ვინ უფრო სწორია), ამისთვის არსებობს ერთი მარტივი გზა - ყველამ იყაროს კენჭი დამოუკიდებლად. ვისაც ერთმანეთის გარეშე არ შეუძლია პოლიტიკური ცხოვრება, მერე დაწყვილდნენ ერთად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მათ მისცემთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ - პარლამენტში მოხვედრის გარანტი. აქედან გამომდინარე, მერე უკვე თავს იჩენს ხოლმე ასეთი შეუთავსებლობა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიანებს არა მხოლოდ კოალიციას, არამედ საერთოდ ქვეყნის ინტერესებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის და დეპუტატ გოგი თოფაძის დაპირისპირებაზე.

კომენტარები