ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: თოფაძეს რაღაც ძაან გაეწელა პარლამენტიდან წასვლა

იქნება კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, მე ვარ ამ პოლიტსაბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე პარლამენტის და პარტიის თავმჯდომარეები, ასევე რესპუბლიკელები და პოლიტსაბჭოს წევრები არიან. გოგი თოფაძეც არის წევრი და იქ ვილაპარაკებთ, იმიტომ, რომ ეს [საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ] წამოცდენა არ არის და პირველი და მეორე განცხადება არ არის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამოღებულია მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ ანტიდასავლური ძალების მიერ. კონკრეტულად თოფაძეზეა ლაპარაკი, რომელიც დისკომფორტს უქმნის მისსავე ფრაქციას, მისსავე პარტიასა და კოალიციას. თავად მრეწველებმა გადაწყვიტონ. თოფაძეს გამოცხადებული აქვს, მივდივარ პარლამენტიდანო. რაღაც ძაან გაეწელა ამ სიტყვის შესრულება. შეასრულოს და მის პარტიასაც და ფრაქციასაც ნუ უქმნის პრობლემებს.

უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძის შესახებ.

კომენტარები