გოგი თოფაძის განცხადებები

თოფაძე: სტალინის ლანძღვა და გინება არც ერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება

სტალინი არის ჩვენი ისტორია. არასოდეს მითქვამს მე, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი. მას ჰქონდა ურთულესი ამოცანა, რომელიც ლამაზად შეასრულა. ის არის ჩვენი ისტორია, მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, ყველამ აღიარა. მთავარი რა არი იცით? როცა ეგეთი პიროვნება გყავს და როცა იცი, რომ მან საოცრება გააკეთა - დღეს რო იბრალებს ჩერჩილი და ამერიკის პრეზიდენტი, ომი ჩვენ მოვიგეთო, მაგაში არ დავეთანხმებით. სტალინმა ხომ მოიგო ომი? მთელი ევროპა გაათავისუფლა ფაშიზმისგან, ხო? ჩვენ ახლა ამხელა ბუმბერაზ ქართველ კაცში ვეძებთ რა გააკეთა, არ გააკეთა, რა დააშავა. კი, ურთულესი პირობა იყო, რაღაც რეპრესიებში რომ არ მიეღო მონაწილეობა, იმ ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებდა. სტალინის ლანძღვა და გინება არც ერთ ქართველ კაცს, პატრიოტ კაცს არ ეკადრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოგი თოფაძე სტალინის შესახებ საუბრობს. ტელეკომპანია იმედი, გადაცემა "პოლიტიკა".

კომენტარები