კვირიკაშვილი: შესაძლოა ჩვენ კონფრონტაციული ფონი ზედმეტად გავახანგრძლივეთ

დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა საკმაოდ დაძაბული არჩევნების შედეგად. ამ ფონს ბუნებრივად გაჰყვა ინერციით კონფრონტაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეიძლება ჩვენ ეს პერიოდი უფრო ზედმეტად გავახანგრძლივეთ, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება იყოს შეცდომაც, მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებრივი შედეგიც იმისა, თუ საიდან მოვედით ჩვენ. დღეს რაც არის გასაკეთებელი, ეს არის საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია და გაერთიანება, კონსოლიდაცია, ერთიანი და პოზიტიური მიზნების ირგვლივ. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ შევძლო მაქსიმალურად იმ ადამიანების მომხრობა ჩვენი საერთო მიზნების გარშემო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული ან ჰქონდათ არჩევანი გაკეთებული და გარკვეული იმედგაცრუება ნახეს ამა თუ იმ მიზნების სწრაფად მიუღწევლობის გამო. 

გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის კითხვას ხელისუფლების შეცდომებისა და მიღწევების შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები