გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: არ მივცემთ ოპოზიციას უფლებას, რამეზე გაგვაკრიტიკოს

საკრიტიკო ველი შევუმცირეთ ძალიან მნიშვნელოვნად ოპოზიციას, ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მივცემთ ოპოზიციას უფლებას რამეზე გაგვაკრიტიკოს. შეიძლება დარჩეს მათთვის ნიშა, მაგრამ ეს ნიშა შემცირდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესებს დავფარავთ და მოვისმენთ. არ მინდა რომ ეს ავტორიტარულ განცხადებად იყოს აღქმული. ეს არის ის განცხადება, რომ ჩვენ უბრალოდ შევამცირებთ საკრიტიკო მიზეზს, ნაკლებ მიზეზს დავუტოვებთ. სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ობიექტური იყოს ესა თუ ის კრიტიკა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოვისმინოთ კიდევაც ეს კრიტიკა და არ შეგვრცხვეს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის. სწორედ ამ გზით შევამცირებთ სამოქმედო ველს ოპოზიციისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება კრიტიკა. პირიქით, ჩვენ განწყობილნი ვიქნებით იმისთვის, რომ მოვუსმინოთ სამოქალაქო საზოგადოებასაც, ოპოზიციასაც და ეს პროცესი გაგრძელდება

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარები