ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ფანჯიკიძე: ალექსი პეტრიაშვილს ბლაგვი საგნითაც აქვს მიყენებული ტრავმა

პეტრიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი 5 ნასროლი ტყვიიდან. აქედან ორი ფეხში და ერთი ზურგის არეში. აქვს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს დაცემის შედეგად ან შეიძლება, მანამდე ჩარტყმული, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა სტაბილურია. მე ვიცი, რომ მარტო იყო მისული სასაფლაოზე, დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე, და ვინც კი იცნობს ბუკას [ალექსი პეტრიაშვილს], ყველამ იცის, რომ ის დღეს მიდის ხოლმე ლევანის საფლავზე. შარშანაც მარტო იყო მისული, უყვარს ხოლმე იქ მარტო მისვლა. როგორც ვიცი, ირგვლივ მცხოვრებებმა დაინახეს და დარეკეს სასწრაფოში. მოტივი არ ვიცი და არც მჭირდება. ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს, დღისით-მზისით 12 საათზე, ქალაქის ცენტრში, საბურთალოს სასაფლაოზე დაესხა თავს შეიარაღებული პირი და გაიმეტა სასიკვდილოდ. მგონი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებულები და მოვუწოდოთ სამართალდამცველ ორგანოებს, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიონ ეს საქმე.

თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

კომენტარები