ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ბაქრაძე პეტრიაშვილის საქმეზე: ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა საშიში

ის ფაქტი, რომ ალექსი პეტრიაშვილის მკვლელობის მცდელობა არ გაიხსნა პირველ 24 საათში, ნიშნავს, რომ ეს საქმეც შეუერთდება იმ გამოუძიებელი საქმეების რიცხვს, როგორიც არის ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, ნუგზარ წიკლაურის გატაცების და ცემის მცდელობა და ძალიან ბევრი სხვა ფაქტი, რომელიც ბოლო წლებში გვახსოვს. ამიტომ, არ დავიწყებ სპეკულირებას მოტივით, ვიტყვი ერთს, როგორიც არ უნდა იყოს მოტივი, როდესაც შუადღისას, თბილისის ცენტრში, ადამიანზე ხდება თავდასხმა ასეთი ფორმით, ასეთი ბრუტალური ფორმით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა საშიში და ეს ნიშნავს იმას, რომ კრიმინოგენური ვითარება გასულია ყველა ზღვარს მიღმა. ამიტომ, მოტივის მიუხედავად, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანაში შექმნა კლიმატი, სადაც ვერც ერთი ადამიანი თავს დაცულად ვეღარ გრძნობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ

კომენტარები