პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

ბურჭულაძე: ყველა ცდილობს, გადამიბიროს

ყველა ცდილობს, გადამიბიროს. რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც არ ვართ პოლიტიკური პარტია. არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ ეს ამბავი როგორმე ავიცილოთ თავიდან. სხვათა შორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობები მაქვს, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხოს და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს

საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები