სტრასბურგის სასამართლო

ხატიაშვილი: ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით

თუ ხელისუფლებისთვის არ იყო ამორალური ევა გოცირიძის მიერ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა, ეს კითხვებს აჩენს. ფაქტობრივად, როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით. ვაპირებ, კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. მე და ანა ნაცვლიშვილიც ალბათ შემომიერთდება, წავალთ ევროპის საბჭოში და შიმშილობას გამოვაცხადებთ. 

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი. სამთავრობო კომისიამ ევა გოცირიძე სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთეულში დაასახელა.

კომენტარები