მე და საზოგადოება

ვასაძე: ზნეობრივი აღზრდა არ არის სახელმწიფოს საქმე

ზნეობრივი აღზრდა არ არის სახელმწიფოს საქმე. ეს არის ოჯახისა და ქვეყნის სარწმუნოებრივი ინსტიტუტების საქმე. სკოლის საქმე არის ბავშვისათვის აკადემიური განათლების მიცემა. როგორც კი სახელმწიფო მორალური დიქტატის როლს კისრულობს ბავშვებზე და საერთოდ ადამიანებზე, ის უმალვე იძენს ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნის ნიშან-თვისებებს. ასე იყო კომუნიზმის დროს, ასე იყო ფაშიზმის დროს და ასე არის ლიბერალიზმის დროსაც. 

ლევან ვასაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ.

კომენტარები