სტრასბურგის სასამართლო

გოცირიძე: ნაცვლიშვილმა და ხატიაშვილმა აჩვენეს არაობიექტურობის მწვერვალი

გასაუბრების დროს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და საია-ს თავმჯდომარემ, არათუ ხელოვნურად შეამცირეს ქულები, რომლებიც მე ნამდვილად მეკუთვნოდა, არამედ აჩვენეს არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის მწვერვალი. მე მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც იყო ჩემ მიმართ იმის გამო, რომ ბატონ მურუსიძეს დავუჭირე მხარი, თავისთავად არ ნიშნავს და არ შეიძლება, ნიშნავდეს, რომ არ მაქვს ცოდნა ან საქართველოს კანონმდებლობის ან ევროპული კონვენციის და ა.შ

ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ევა გოცირიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსის შეფასებაზე კომენტირებისას განუცხადა.

კომენტარები