საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: მინისტრები არ უნდა ფიქრობდნენ, ნათესავები სად ამუშაონ ან გააგზავნონ

ჩვენ თავის დაცვის სხვა საშუალებები არ გვაქვს, ცარიელი ხელები გვაქვს და მარტო კანონი გვიცავს. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლები სხვები არიან, მაგრამ თუკი ესეთი მცდელობები იქნა, მაშინ კიდევ უფრო ხმამაღლა ვილაპარაკებთ. იმედი მაქვს რომ საზოგადოების მხარდაჭერით აღარ იქნება საჭირო ამგვარი ღონისძიებების გატარება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო ერთი ცალკეული, ქალბატონი მინისტრის აკვიატება და მთლიანად ხელისუფლება უფრო გააზრებულად უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობას. მინისტრები არ უნდა იყვნენ დაკავებული საკონსტიტუციო სასამართლოების პირადი ცხოვრებით და არ უნდა ფიქრობდნენ მათი ნათესავები სად ამუშაონ ან სად გააგზავნონ. ქვეყანაში ისედაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რვიანში.

კომენტარები