ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

მამიკინი: საქართველოს უვიზო რეჟიმის თემა უკრაინისგან განცალკევდა

მინდა, მივულოცო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს. საქართველოსა და უკრაინის საკითხები ოფიციალურად განცალკევდა და თქვენი ქვეყნის უვიზო რეჟიმის თემა ცალკე განიხილება. თუმცა, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან უკრაინასაც ექნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რადგან ეს მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. საქართველოს საკითხის გამოყოფა განსაკუთრებული გადაწყვეტილების საფუძველზე გუშინ მიიღეს და საჯარო ის დღეს ან ხვალ გახდება. 

საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ანდრეს მამიკინმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებაზე, რუსთავი 2-თან ისაუბრა.

კომენტარები