უნდა განიმუხტოს სიტუაცია. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. შემდგომ, გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობაც, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ, მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ, არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ახლაც ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში
tbl.ge/g2s
დაკოპირდა
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ სოფელ ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმაზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- TDI: მუსლიმების თქმით, ადიგენში გამგებელს შეეძლო დაპირისპირების განეიტრალება
- ერთი სასაფლაო ორი დამოუკიდებელი შესასვლელით - ადიგენში შეთანხმებას მიაღწიეს
- მიტროპოლიტი: ადიგენში დაპირისპირება პროვოკაციების შედეგად მოხდა
- მიტროპოლიტი ადიგენზე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყველაგვარ ძალადობრივ ქმედებას
- შსს: ადიგენში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ