კოალიცია ქართული ოცნება

აგულაშვილი კოალიციაში უთანხმოებაზე: ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას

გამოძიებასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ არა მარტო ამ საკითხზე, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე. წინასაარჩევნოდ, გარკვეული ძალები ცდილობენ, მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მაცხოვრებელთა გარკვეულ ნაწილში, ძალიან გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა. მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ნიჰილიზმის დათესვა და დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე და ყველაფერი საუკეთესო ჩრდილოეთიდან, ეს მზეც ჩრდილოეთიდან რომ ამოდის, ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას.

გარემოს დაცვის მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის წევრი გიგლა აგულაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებაზე კოალიციაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები